მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე ოთხ კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.

“ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები