მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

კომენტარები