მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ხარაგაულში ვიყავი, იტალიაში მეგონა თავი, ჭიათურა – გაჩახჩახებული, თერჯოლა ლასვეგასი გეგონება ისეა გაპრიალებული”

“ხარაგაულში ვიყავი, იტალიაში მეგონა თავი, ჭიათურა – გაჩახჩახებული, თერჯოლა ლასვეგასი გეგონება ისეა გაპრიალებული”

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ რაიონებში “ბევრი რამე კეთდება”.

“რო გადავხედოთ რაიონებს, ჩამოვყვეთ ნებისმიერ რაიონს, მაგალითად, ხარაგაულში ვიყავი, კობა ლურსმანაშვილს გაუკეთებია პარკი გეგონება, იტალიაში მეგონა თავი, გასრიალებული, გალამაზებული – მომეწონა.

ჭიათურაში გადავედი ზესტაფონიდან და აი, უნიკალური ადგილია, მე მგონი მსოფლიოში არ არის ისეთი ლამაზი, გალამაზებული, გაჩახჩახებული.

თერჯოლაში გამოვივლი ტყიბულიდან, ლასვეგასი გეგონება ისეა გაპრიალებული”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კომენტარები