მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ქუთაისში ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

107 დღეა, მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები