მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხელისუფლება სოფელ მუხიანთან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს

ხელისუფლება სოფელ მუხიანთან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანთან მოეწყობა.

16 მუნიციპალიტეტისა და 500-მდე სოფლის ნარჩენებს სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე განათავსებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

განიხილეს პროექტის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებზე.

კომენტარები