მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჯერ მე მესროლა, მერე ჩემს მეზობელს” – ხარაგაულში დაჭრილი მამაკაცი დამნაშავის ვინაობას ასახელებს

“ჯერ მე მესროლა, მერე ჩემს მეზობელს” – ხარაგაულში დაჭრილი მამაკაცი დამნაშავის ვინაობას ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი მამაკაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა. სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრასთან დაწყებული შეკრება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ, 50 წლის მამაკაცი მოკლეს, 40 წლამდე კაცი კი დაჭრეს.

დაჭრილი ირაკლი კიკნაძე საავადმყოფოში მომხდარის დეტალებს იხსენებს.

“მე ვინც გვესროლა მას არ ვიცნობდი, ნაცნობს მოჰყვა ეს კაცი, როგორც მითხრა ნუკრი თხელიძე ვარო. ამის შემდეგ სუფრასთან დავსხედით და ციხეზე საუბრობდნენ. გარეთ გამოსვლის შემდეგ კი ამ კაცმა ჯერ მე მესროლა, შემდეგ ჩემს მეზობელს გუჯას. მალევე კი მის თანმხლებ პირთან ერთად ადგილი დატოვა. რა ამოძრავებდა არაფერი ვიცი”, – აცხადებს ირაკლი კიკნაძე.

ცნობისთვის, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები