17 უბნის შედეგების გაბათილების შესახებ სადამკვირვებლო კოალიციის სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე განიხილავს.
სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” სარჩელი 2 ნოემბერს შეიტანა. მესამე სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 უბნის ბათილად ცნობას მოითხოვენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, მანამდე მათ საოლქოს მიმართეს, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
“აქ ისეთ უბნებზეა საუბარი, სადაც პრეცედენტული დარღვევა კი არ დაფიქსირებულა, არამედ დარღვევები რამდენჯერმე ფიქსირდებოდა. საოლქომ აღნიშნული შენიშვნები არ გაიზიარა, რის გამოც ქუთაისის სასამართლოს მივმართეთ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე”, – აცხადებს მოწონელიძე.
კომენტარები