მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 – 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი #72) იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ “ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით” განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები