მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

20 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

20 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

20 მაისიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეგისტრაციო გვერდი, ყოველ წელს, რეგისტრაციის დღეს, 09:00 საათზე ირთვება და ამ დრომდე ის აქტიური არ არის. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

სკოლებში, პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე და მოძებნეთ სასურველი.

ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: registration.emis.ge ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.

სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

– მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

– მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

კომენტარები