მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

21 დეკემბერს ქუთაისს წყალი და გაზი არ ექნება

21 დეკემბერს ქუთაისს წყალი და გაზი არ ექნება

21 დეკემბერს ქუთაისის მოსახლეობას წყალი და გაზი არ ექნება.

მოსახლეობას წყლის მიწოდება ტექნიკური სამუშაოების გამო 03:00-დან 19:00 საათამდე შეუწყდება.

რაც შეეხება გაზსს, ქალაქი ბუნებრივი აირის გარეშე 12:00 საათიდან დარჩება.

“გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ გაზის დანადგარები და ონკანები. აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან ეტაპობრივად და დასრულდება დღის ბოლომდე”,-აცხადებენ “სოკარ ჯორჯია გაზში”.

კომენტარები