21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება.
ჟურნალისტიკა პროფესიაა, რომელიც ამავე დროს არის საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმე, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება.
“ინფო იმერეთმა” გადაწყვიტა, დღეს მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტებისთვის ეკითხა, რა არის მათთვის ჟურნალისტიკა, რა აკლია და რას უსურვებდნენ ისინი ქართულ ჟურნალისტიკასა და ქართველ ჟურნალისტებს, მათ მოსაზრებებს კი სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.
კომენტარები