მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია, სამძებრო სამუშაოები გრძელდება”

“27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია, სამძებრო სამუშაოები გრძელდება”

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის თქმით, ძებნის არეალი გაფართოვდა და ამბროლაურამდე ჩავიდა. მისივე თქმით, დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მუშაობს.

მისივე თქმით, 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია.

“დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო დაახლოებით 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული”, – განაცხადა მარგველიძემ.

მისივე თქმით, მდინარე დღვიორაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და გაიწმინდება ყველა მდინარის კალაპოტი, რომელსაც ღვარცოფული ხასიათი აქვს.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები