მთავარიახალი ამბებისლაიდი

27 სექტემბერს ქუთაისში “ფემილის“ ახალი საწარმო – “ფემილი ფუდი” იხსნება

27 სექტემბერს ქუთაისში “ფემილის“ ახალი საწარმო – “ფემილი ფუდი” იხსნება

მაღაზიათა ქსელი “ფემილი“ 27 სექტემბერს ქუთაისში ახალ საწარმოს “ფემილი ფუდს” ხსნის.

“ფემილი ფუდი” მომხმარებელს 250-ზე მეტი დასახელების ნამცხვრებისა და ტორტების, თანამედროვე დესერტების, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი კერძების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

“ფემილი ფუდი” მაღაზიათა ქსელ „ფემილის” ახალი პროექტია, რომლის შესასრულებლად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

“ფემილი ფუდში” საკუთარ გემოს აღმოაჩენს ყველა: ჯანსაღი კვების მიმდევრები, გურმანები, ბავშვები და ნებისმიერი ის ადამიანი, ვისთვისაც საკვების გემო და ხარისხი მნიშვნელოვანია.

ობიექტზე HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. „ჰასპი“ საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. შესაბამისად, “ფემილი ფუდი“ გემრიელთან ერთად, მომხმარებლებს უსაფრთხო და ყველა სანიტარული ნორმის დაცვით დამზადებულ პროდუქტს სთავაზობს.

“Family Food” – საუკეთესო არჩევანი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

კომენტარები