მთავარიახალი ამბები

30 150 ჯარისკაცი, 1 338 ტანკი, 3 270 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების დანაკარგი უკრაინაში

30 150 ჯარისკაცი, 1 338 ტანკი, 3 270 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების დანაკარგი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 30 150 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.05-მდე: ტანკები – 1 338 (+8), ჯავშანტექნიკა – 3 270 (+12), საარტილერიო სისტემები – 631 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 203 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 207 (+0), ვერტმფრენები – 174 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 240 (+14), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 504 (+1), სპეციალური ტექნიკა – 48 (+1), საკრუიზო რაკეტები – 116 (+0).

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

 

კომენტარები