ზესტაფონში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 52 906 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 44 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.
“44 უბანი იქნება, აქედან 42 ელექტრონული, 2 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. გვყავს 52 906 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” გიორგი კახნიაშვილმა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.
კომენტარები