მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

57 დღეა, ქუთაისელები ყოველდღიურ აქციებზე ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

57 დღეა, ქუთაისელები ყოველდღიურ აქციებზე ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

ქუთაისელები 57-ე დღეა, ყოველდღიურ აქციებს მართავენ და საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების გარეშე, აქციები არ შეწყდება.

როგორც ქუთაისელები აცხადებენ, “ოცნებამ” მთელ საქართველოს და მათ შორის ქუთაისს მომავლის პერსპექტივა წაართვა და დიდი ხანია, ქართველი ხალხის ნდობით აღარ სარგებლობს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები