შესაძლოა, მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოჩნდეს – აცხადებს კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და შემდეგი გლობალური ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად მთავრობებს ფულის გამოყოფისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის დელტა და ომიკრონ-შტამები ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვარიანტები იყო, რომელიც ოდესმე არსებობდა, შესაძლოა, მსოფლიო ისეთი პათოგენის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების უფრო მაღალ დონეს იწვევს“, – აცხადებს გეითსი.
კომენტარები