მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნალექი და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ნალექი და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.

9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

 

კომენტარები