მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა”

“კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა”

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულ ქალებში კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა. ამის შესახებ სტატიაში მეცნიერებმა ჟურნალ Archives of Pathology & Laboratory Medicine-ში გამოაქვეყნეს.

44-მა პერინატალურმა სპეციალისტმა 12 ქვეყნიდან შეისწავლა 64 მკვდრადშობილისა და 4 გარდაცვლილის ახალშობილის შემთხვევები იმ აუცრელ ქალებში, რომლებმაც ორსულობის დროს კორონავირუსი გადაიტანეს.

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს შეუძლია, შეაღწიოს პლაცენტაში და გამოიწვიოს პლაცენტიტი – საშიში ანთება, რომელიც ნაყოფის კვების შეწყვეტას იწვევს. შესწავლილ შემთხვევებში, მძიმე პლაცენტარული უკმარისობა დაახლოებით 30-ე კვირაში მკვდრადშობადობას იწვევდა.

კომენტარები