ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფრო მრჩეველი ზაზა წერეთელი საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს აცნობს.
კვლევა მოიცავს უსიმპტომო ჯანდაცვის მუშაკთა დიდ ჯგუფს, რომლებსაც ყოველ 2 კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას უკეთებენ. როგორც წერეთელმა აღნიშნა, კვლევის მთავარი დასკვნა ის არის, რომ ინფექციით შეძენილი იმუნიტეტი 1 წლის შემდეგ არავაქცინირებულ მონაწილეებში შემცირდა, მაგრამ უცვლელი დარჩა ვაქცინირებული პირების 90%-ზე მეტში.
“16 თებერვალს The New England Journal of Medicine – ში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს საქართველოს ანტივაქსერულ უმრავლესობას, მაგრამ, შედეგებს მაინც სჯობს გავეცნოთ.
ეს არის გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე მეტად ცნობილი კვლევის – SIREN (Sarscov2 Immunity & REinfection EvaluatioN): / დამფინანსებელი ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს – მიერ შეგრვებული მასალის ანალიზზე დამყარებული შედეგები SARS-CoV-2 იმუნიტეტისა და რეინფექციის შეფასების (SIREN) კვლევა მოიცავს უსიმპტომო ჯანდაცვის მუშაკთა დიდ ჯგუფს, რომლებსაც მათი სამუშაოდან გამომდინარე ყოველ 2 კვირაში უტარებდნენ პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტირებას,.
ეს კვლევა მიზნად ისახავდა განესაზღვრა SARS-CoV-2 ინფექციისგან დაცვის დონე და გამძლეობა საკვლევ კოჰორტაში 2020 წლის მარტიდან 2021 წლის სექტემბრამდე სანამ კონკრეტულ შედეგებს დავდებ, მანამდე უნდა ავღნიშონოთ კვლევის მთავარი დასკვნა – ინფექციით შეძენილი იმუნიტეტი შემცირდა 1 წლის შემდეგ არავაქცინირებულ მონაწილეებში, მაგრამ უცვლელად რჩებოდა 90%-ზე მაღალი მათში, ვინც შემდგომ ვაქცინირებული იყო, თუნდაც 18 თვეზე მეტი ხნის წინ ინფიცირებულ პირებში.
ანალიზის დასაწყისში მონაწილეები ორ კოჰორტად დაიყო: მონაწილეები, რომლებსაც არ ჰქონდათ SARS-CoV-2 ინფექციის ისტორია (ადრე არაინფიცირებული კოჰორტა) და მათ, ვინც ოდესმე მიიღო PCR ტესტის შედეგი ან ანტისხეულების ტესტის შედეგი. წინა SARS-CoV-2 ინფექციით (ადრე ინფიცირებული კოჰორტა). სულ კვლევაში ჩაირიცხა 44,546 მონაწილე 2020 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 23 აპრილამდე, გაერთიანებული სამეფოს 135 სამედიცინო დაწესებულებიდან; 35,768 აკმაყოფილებდა ამ ანალიზში ჩართვის კრიტერიუმებს ; მონაწილეთა უმეტესობა იყო ქალები (84%), ხოლო საშუალო ასაკი იყო 46 წელი
კვლევის პერიოდში სულ 427,951 PCR ტესტი ჩატარდა. ტესტის საშუალო ინტერვალი იყო 16 დღე აუცრელად ყოფნის პერიოდში და 15 დღე ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში. ადრე არაინფიცირებულ კოჰორტაში ჩატარდა 358 346 ტესტი (საშუალო ტესტის ინტერვალი, 14.8 დღე), ხოლო 131 896 ტესტი ჩატარდა ადრე ინფიცირებულ კოჰორტაში (საშუალო ტესტის ინტერვალი, 14.3 დღე) სულ 6169 მონაწილე ადრე ინფიცირებულთა კოჰორტიდან იყო დაკვირვების ქვეშ 1 წლის განმავლობაში, როცა მათ აცრა არ ჰქონდათ გაკეტებული. ეს მონაწილეები ძირითადად ინფიცირებულნი იყვნენ 2020 წლის გაზაფხულზე და მოჰყვნენ დელტას (B.1.617.2) ვარიანტის გაჩენამდე პერიოდში. ამ მონაწილეებს შორის რეინფიცირებს რისკი იყო 86% და ეს უფრო დაბალი მაჩვენბელია , ვიდრე პირველადი ინფექციის რისკი ადრე არაინფიცირებულ კოჰორტაში არავაქცინირებულ მონაწილეებს შორის!
კვლევამ ასევე აჩვენა რომ ადრე ინფიცირებულ კოჰორტაში, (ადრე არაინფიცირებულ კოჰორტაში არავაქცინირებულთა პირებთან შედარებით) აშკარა იყო ინფექციით შეძენილი იმუნიტეტის 90%-ზე მეტი გაძლიერება, ვაქცინაციის შემდეგ.
და კიდევ ერთხელ საბოლოო დასკვნა – ინფექციით შეძენილი იმუნიტეტი შემცირდა 1 წლის შემდეგ არავაქცინირებულ მონაწილეებში, მაგრამ უცვლელად რჩებოდა 90%-ზე მაღალი იმ პირებს შორის, ვინც შემდგომ ვაქცინირებული იყო, თუნდაც 18 თვეზე მეტი ხნის წინ ინფიცირებულ პირებში”, – წერს ზაზა წერეთელი.
კომენტარები