ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, 32 წლის გაგა ლაბაძე გარდაიცვალა.
როგორც სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაშვილი წერს, გაგა ლაბაძეს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
“3 მარტს, ამერიკაში გარდაიცვალა 32 წლის გაგა ლაბაძე. გაგა სულ რამდენიმე თვის ჩამოსული იყო ამერიკაში, მუშაობდა სატვირთოზე და გარდაცვლილი იპოვნეს მანქანაში. დარჩა მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი საქართველოში. გადასვენებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსულო. გთხოვთ, დავეხმაროთ ოჯახს ფინანსურად ვისაც რა შეგვიძლია. Zelle-თი შეგიძლიათ გადარიცხვა ოჯახის ახლობლის (და ჩემთვის სანდო) ადამიანის ნომერზე, რომელიც გადარიცხვის ფოტოს დადებს კომენტარებში. ასევე გთხოვთ გააზიაროთ პოსტი.
Zelle 917-755-7562 თიკო ტყეშელაშვილი
უფალმა დაუმკვიდროს გაგას ცათა სასუფეველი”, – წერს ნიკოლაიშვილი.
კომენტარები