უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 215 ბავშვი დაიღუპა, 391-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტი მსხვერპლია დონეცკის რეგიონში – 124, კიევში – 114, ხარკოვში – 93, ჩერნიგოვში – 66, ხერსონში – 44, მიკოლაევში – 43, ლუგანსკში – 37, ზაპოროჟიეში – 27, სუმიში – 17, კიევში – 16, ჟიტომირში – 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 500 სასწავლო დაწესებულება, აქედან 102 მთლიანად განადგურდა.
როგორც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
კომენტარები