მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს ლგბტქ+ აქტივისტების პარლამენტთან გამართული აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, პატრიარქმა 2014 წლიდან 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა:

“მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12:00 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო“.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიძღვნილი იქნება მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

კომენტარები