მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
მამამისი – იოაკიმე დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში გაუჩნდათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. წმინდა მარიამი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.
ღვთისმშობლობას საქართველოში განსაკუთრებით ზეიმობენ, ვინაიდან საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.
კომენტარები