წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ახალგაზრდა ქალის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციამ ამ დრომდე ვერ დაადგინა რა გახდა 37 წლის ქალის, 5 შვილის დედის სიკვდილის მიზეზი.
გარდაცვლილის ბებია, 84 წლის ნანი ჭრელაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილიშვილს ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. ხანდაზმული ამტკიცებს, რომ ხუთი შვილის დედაზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა.
ტრაგედია 7 სექტემბერს წყალტუბოში დატრიალდა. 34 წლის თეონა დოღონაძე სოფელ პატრიკეთში მეუღლესთან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივებმა ქალის განწირული ყვირილის შუადღისას გაიგეს, ცეცხლმოკიდებული თეონა შველას ითხოვდა.
კლინიკაში გადაყვანის მომენტში 5 შვილის დედა კონტაქტური იყო, თუმცა რამდენიმე საათში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის პალატაში მეუღლესთან ერთად მოათავსეს, რომელიც ბებიის მტკიცებით მას დაწვას უპირებდა.
შემზარავი ტრაგედიის საქმეში, უბედური შემთხვევის ვერსიას ერთი გარემოება თავდაყირა აყენებს, თუ ქალს ქმარმა ბენზინი შემთხვევით გადაასხა, მაშინ რატომ ჰქონდა მას დაზიანებები ყელის არეში?!
კაცი, რომლსაც ცოლის ჯერ განზრახ დაწვაში და შემდეგ მკვლელობაში ადანაშაულებენ, 35 წლის სოსო შენგელიაა. ის პოლიციამ ერთხელ გამოკითხა, თუმცა არ დაუკავებიათ.
კაცი ამტკიცებს, რომ ბენზინი ცოლს შემთხვევით გადაასხა, სიგარეტიც შემთხვევით დაუვარდა, რასაც აალება მოჰყვა.
34 წლის კაცი ცოლის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს, ამბობს, რომ თეონა დოღანაძე არასწორი მკურნალობის მსხვერპლია.
შეეწირა თუ არა ქალი არასწორ მკურნალობას? იმყოფებოდა თუ არა ადგილზე ექიმი? რა მოხდა პალატაში? იყო თუ არა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოება დაცული კლინიკაში და რატომ მოათავსეს ქალი სავარაუდო მოძალადესთან ერთად ერთ პალატაში? – ამის გასარკვევად “შაბათის ეთერი” ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე, დამწვრობის ცენტრში მივიდა. კლინიკაში ჟურნალისტების გამოჩენას პირველივე წუთებიდან პერსონალის აგრესია მოყვა.
განხორციელდა თუ არა ძალადობა ქალზე კლინიკაში და რა მოხდა 7 სექტემბერს გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს. პროკურატურის გადაწყვეტილების მოლოდინშია კაცი, რომლსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ და გარდაცვლილის ბებიაც, რომლიც 2 თვეა, ერთადერთი შვილიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს.
წყარო: ტვ პირველი
კომენტარები