ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. პაციენტი ზუგდიდის სოფელ ნარაზენის მკვიდრი, 38 წლის ლიკა ჯანჯღავაა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი სამზარეულოში იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, თრომბია.
ახალგაზრდა ქალს სამი შვილი დარჩა.
“ყველაზე უმცროსი 1 წლისაა, უფროსი 17 წლის. სამივე მამასთან იყო მეორე ოთახში, შემოესმათ დაცემის ხმა და რომ მივიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
კომენტარები