პოლონეთში, პოზნანის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, ჯართის გადამზიდავ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
კომენტარები