სულთმოფენობის წინა დღე მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილშია აღნიშნული.
“ჩვენც, ჩვენი მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლად შესვენებულთათვის.
ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხოვნოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ზურაბ ოდიშვილი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია, ზვიად გიგანი…
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
კომენტარები