მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში კბილის პასტების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

პოლონეთში კბილის პასტების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

პოლონური მედიის ცნობით, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ კბილის პასტების მოპარვა სცადა.

მედიის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს ზურგჩანთაში 40 ძვირად ღირებული კბილის პასტა აღმოაჩნდა. იმავე მაღაზიაში შემთხვევით პოლიციელი იმყოფებოდა, რომელმაც ქურდობაში ბრალდებული რამდენიმე ათეული მეტრის დევნის შემდეგ დააკავა.

მოპარული საქონელი ამოღებულია და მაღაზიას დაუბრუნდა.

კომენტარები