სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში ქალის ყველაზე პოპულარული სახელი ნინოა, შემდეგ ადგილებს კი მარიამი, ანა, თამარი იკავებს.
რაც შეეხება მამაკაცების სახელებს, ყველაზე მეტს საქართველოში გიორგი ჰქვია, შემდეგ ადგილებს კი დავითი, ალექსანდრე, ლუკა, ნიკოლოზი და ირაკლი იკავებენ.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” გთავაზობთ ქუთაისში რეგისტრირებული მამაკაცისა და ქალის ყველაზე გავრცელებულ სახელებს.
ქალის სახელები: ნინო (ქუთაისში ჰქვია 115740 ადამიანს); მარიამ – 71118; ანა – 49598; თამარ – 48606; მარიამი – 47687; მაია – 47030; ნანა – 42303 ადამიანს.
რაც შეეხება მამაკაცის სახელებს, ქუთაისში გიორგი ჰქვია 193480 პირს, დავითი – 68192; ალექსანდრე – 45902; ლუკა – 44305; ნიკოლოზი – 39453; ირაკლი – 36114 პირს.
კომენტარები