გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბერში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.
9 უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი).
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კომენტარები