იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 40 წლის ქართველმა მანქანა ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცი მოპარულ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და პოლიციამ სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო. მანქანა მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.
საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები