მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ქართველი “ჯიბის ქურდები” დააკავეს

პოლონეთში ქართველი “ჯიბის ქურდები” დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ურსუსში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 40 და 47 წლის ქართველებმა 53 000 ზლოტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი ჯიბის ქურდები იყვნენ. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც პოლონური მედია წერს, სტატისტიკურად ყველაზე მეტ დანაშაულს ქართველები სჩადიან.

კომენტარები