უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს.
“აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ”, – წერს “ქართული ლეგიონი” სოციალურ ქსელში.
უკრაინაში პუტინის ომს დღემდე 55-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები