საბერძნეთში სპილენძის მილების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, 39 წლის ქართველი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ქურდობის მცდელობისას შენიშნეს.
პოლიციელების დანახვის შემდეგ კი ის სახლის სახურავზე ავიდა, საიდანაც მეორე შენობაზე გადასვლა მოახერხა.
პოლიციამ ქართველი მალევე დააკავა. დაკავების შემდეგ მან პოლიციას უთხრა, რომ სპილენძის მილების მოსაპარად იყო.
დაკავებულ ქართველს 7-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
როგორც ბერძნული მედია წერს, ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი, თუმცა 2013 წელს სალონიკის საპატიმროდან თანამზრახველთან ერთად გაქცევა მოახერხა.
“საპირფარეშოში შევიდნენ, ფანჯრიდან გისოსები ამოიღეს და შენობის სახურავზე გადავიდნენ. იქიდან კი საკანში გაკეთებული 20 მეტრიანი ზეწრების თოკით ეზოში ჩავიდნენ და გაუჩინარდნენ”, – წერს მედია.
საქართველოს მოქალაქე მაშინ 15-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, მისი თანამზრახველი კი გაქცევის მცდელობის დღესვე.
კომენტარები