მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან ლატარიის 207 გადასაფხეკი ბილეთი მოიპარეს.

მედია წერს, რომ პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნო.

ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს, თუმცა უცნობია, რა თანხა მოიგეს ქართველებმა.

დაკავებულებს თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები