იტალიაში ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ეძებენ კიდევ ერთ პირს.
29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. ისინი მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და ადგილის დატოვებას ცდილობდნენ.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.
კომენტარები