საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ისევ ეძებენ. ბერძნული მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია სულ მცირე 6 პირი – მათ შორის ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ სალონიკში სხვადასხვა კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.
წაღებულია 20 000 ევროზე მეტი და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.
დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
კომენტარები