თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო, დაღუპულია მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა.
თერჯოლის მერის განცხადებით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.
“დაღუპულია გოგონა, მამა და მათი 2 თანაკლასელი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან…“, – აცხადებს თერჯოლის მერი.
ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები