იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირად ღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ცნობილია, რომ ის ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ ჩადენილ ქურდობაზეც.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქართველს შესაძლო თანამზრახველები ჰყავდეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
კომენტარები