გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს უკანონო ტყით სარგებლობის მიმართულებით კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარებას. წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცული და შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
კომენტარები