მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში ბინების გაძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

იტალიაში ბინების გაძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

იტალიაში ბინების გაძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა.

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, მეორეს კი ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები