იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება.
პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონების ცენტრში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით 6 000 ევრო წაიღო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.
ქართველის სახლის ჩხრეკისას სამართალდაცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, იქვე, ნაგვის ურნაში ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, რომლითაც ცენტრი დააყაჩაღა.
ქართველი მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
კომენტარები