“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და კოალიციის სხვა წევრები ქუთაისში იმყოფებოდნენ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გადამწყვეტ არჩევნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება.
კოალიციის ლიდერები ქუთაისში არსებული პრობლემებითაც დაინტერესდნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
კომენტარები