მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საშინელ პირობებში უხდებათ ბავშვებს განათლების მიღება” – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში სკოლა ავარიულია

“საშინელ პირობებში უხდებათ ბავშვებს განათლების მიღება” – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში სკოლა ავარიულია

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში სკოლა ავარიულია.

შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა, მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობის საძირკველთან მეწყრული პროცესი განვითარდა და  სკოლაში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ადგილობრივი მოსწავლეები იძულებული არიან მეზობელი სოფლების სკოლებში ისწავლონ. მშობლები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს  ადგილობრივ  ხელისუფლებას, თუმცა გამაგრებითი-აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

“საშინელ პირობებში უხდებათ ბავშვებს განათლების მიღება. მოშორებით დადიან სხვა სკოლაში, მაგრამ იქ პატარა შენობაა და ბავშვები მეორე ცვლაში არიან და ღამე უხდებათ სახლში მოსვლა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 658 630 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები