მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ძულუხი – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ძულუხი – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ძულუხი – სოფელი იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.

მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მეტრი. ვანიდან 15 კილომეტრი.

სოფლის განაპირას მელოურის მთაზე დგას მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია. ციხის კედლების სიმაღლე 7-8 მეტრამდეა. ციტადელში სხვადასხვა დანიშნულების სათავსები იყო მოთავსებული. ციხიდან მდინარისკენ გვირაბი მიემართებოდა.

სოფლის მიდამოებშია მელოურის ეკლესია.

კომენტარები