მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან აქციის მონაწილე დააკავეს

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან აქციის მონაწილე დააკავეს

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან აქციის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძე დააკავეს.

შეკრებილები ქუჩაზე ერთად გადასვლას გეგმავდნენ, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით აქტივისტი დააკავა და ადგილიდან გაიყვანა.

ერთი ადამიანის დაკავებას რამდენიმე პოლიციელი ცდილობდა, დაკავების დროს ის მიწაზე დააგდეს.

პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, სამოქალაქო აქტივისტი “მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა”.

ქუთაისში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.

კომენტარები