მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გამოდი საქართველოსთვის” – საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში

“გამოდი საქართველოსთვის” – საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილებმა ცენტრალური მოედნისკენ გადაინაცვლეს.

სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფეხით მსვლელობას აწყობენ.

“გამოდი საქართველოსთვის”, “ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს, რასაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

კომენტარები