რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები. საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის ეკლესიის ეზო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ.
“საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის ეკლესიის ეზო ან აფთიაქი. რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შსს-მ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა. დაკავების დროს სპეცრაზმელები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
კომენტარები