ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.
დროშა პარტია “ახალის” წევრებმა თედო მესხმა და ქეთევან ხურციძემ გადმოფინეს.
“მეგობრებო, ევროკავშირის დროშა ფრიალებს მერიის შენობასთან”, – აცხადებს თედო მესხი.
ქუთაისში გაბრაზებული ადამიანების პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
კომენტარები